top_leaderboard
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე, ბულინგზე საზოგადოების კონკრეტული ნაწილის მხრიდან იყო ტაშის დამკვრელი დამოკიდებულება

„იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე, ბულინგზე საზოგადოების კონკრეტული ნაწილის მხრიდან იყო ტაშის დამკვრელი დამოკიდებულება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„არ შემიძლია, არ გავიხსენო, რა დამოკიდებულება ჰქონდათ „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ. ამ ყველაფერზე – ძალადობაზე, ბულინგზე საზოგადოების კონკრეტული ნაწილის მხრიდან იყო სრულიად ნიჰილისტური, ნეიტრალური და პირიქით, ტაშის დამკვრელი დამოკიდებულება. ამან ასევე სამწუხარო მოვლენები გამოიწვია. არც ეს არ არის მისაღები, თუმცა, თითოეულ ფაქტს თავისი შედეგი მოჰყვება, მე ყველას მოვუწოდებ, ყოველგვარი ბულინგი და ძალადობა უნდა შეწყდეს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შეიძლება, ძალმომრეობით და ხელების გადაგრეხით შენი პოლიტიკური აზრი სხვას თავს მოახვიო. ჩვენ უამრავი პროტესტი გვინახავს საქართველოში, რომელიც მშვიდობიანად ჩატარებულა, მაგრამ აი, ეს სწორედ „ენჯეოებით“ შემოსული შავი ფულით დაფინანსებული და ტრენინგგავლილი კონკრეტული ჯგუფი ადამიანებისა, „დროაა“, „ტალღაა“, „ჯიუტია“ თუ ასე შემდეგ, ახდენს მშვიდობიანი მიტინგების ძალადობრივში გადაზრდას და შემდეგ ამას ძალიან სამწუხარო შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ