logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: ეს ანეკდოტი იმაზე გამახსენდა, 48 მილიონის მოპარვაზე რომ არავინ დავობს...
- +

14 თებერვალი. 2020. 12:55

 

 

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სტალინმა პოლიტბიურო შეკრიბა და გამოუცხადა:

- დღეს ორ საკითხს განვიხილავთ. 1. ყველას ციმბირში გადაგასახლებთ; 2. კრემლს მწვანედ გადავღებავთ.

- რატომ მწვანედ? - ერთხმად იკითხეს პოლიტბიუროს წევრებმა.

- ანუ, პირველ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ არის, - ჩაილაპარაკა დიდმა სტალინმა, ტოტიდან ტოტზე ისკუპა და ბუჩქებში გაუჩინარდა.

  • •••••

ეს ანეკდოტი იმაზე გამახსენდა, 48 მილიონის მოპარვაზე რომ არავინ დავობს, მხოლოდ იმას გაიძახიან, ამ გაგანია მოლაპარაკებების დროს არ უნდა დაგეჭირათო“, - წერს იაკობაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner