logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: თქვე სამარცხვინო ადამიანებო, რა ქეიფები და სმა-ჭამა აგიტყდათ? ან როგორ ქეიფობთ? ამდენი ადამიანი იღუპება?
- +

7 აპრილი. 2020. 22:34

 

რკინიგზის დეპარტამენტის პიარის უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

 

“ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოვიხადო, თავს ვეღარ ვიკავებ…

 

 

თქვე სამარცხვინო ადამიანებო, რა ქეიფები და სმა-ჭამა აგიტყდათ? ან როგორ ქეიფობთ? ამდენი ადამიანი იღუპება? ამხელა კატასტროფის ზღვარზე ვართ, ეკონომიკა გაგვინადგურდა, ხალხი სიკვდილს ებრძვის ბოქსირებულ პალატებში, მედიკოსები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერს აკეთებენ, რომ სიკვდილს გამოგლიჯონ ჩვენი თანამოქალაქეები.

 

 

მთავრობა, პოლიცია, ჯარი, მუნიციპალიტეტები, სამინისტროები, ბიზნესი, ჯანდაცვის მთელი არმია ბრძოლის წინა ხაზზეა. ისედაც შეჭირვებულმა ადამიანებმა სარჩოზე თქვეს უარი და სახლებში ჩაიკეტნენ, რომ ამ ვერაგი დაავადების გავრცელებას ხელი არ შეუწყონ. მთელი ქვეყანა იბრძვის და ამ დროს როგორ ქეიფობთ თქვე პირუტყვებო? ვინ ხართ? სად დაიბადეთ? სად გაიზარდეთ? ერთი წიგნი მაინც წაიკითხეთ ამ ქვეყნის ისტორია მაინც რომ იცოდეთ.

 

 

მეფე ერეკლეს დაკრძალვას მცხეთის სცეტიცხოვლის ტაძარში მისი მოძღვარი და რამდენიმე ბერი დაესწრო, იცით რატომ? იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სახელოვან, საამაყო მეფეს პატივს არ სცემდა ვინმე ქართლში?! იმიტომ რომ შავი ჭირი იყო და ხალხი გამოკეტილი იყო სახლებში გაიგეთ??

 

 

ერეკლეს ნეშთი კახელებმა ავჭალამდე მოასვენეს, სადაც მცხეთელი რამდენიმე ბერი დახვდა. მოლოდ მისი მოხღვარი და მცხეთიდან მოსული ბერები წავიდნენ სვეტიცხოვლის ტაძარში და ასე ჩუმად დაკრალეს ჩვენი ქვეყნის სიამაყე პატარა კახი!

 

 

ხვდებით? ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ბურჯი, მტრის მმუსვრელი, კაცი რომელსაც ამ ქვეყნისთვის ბრძოლებისგან ტანზე უიარებელი ნაწილი არ ჰქონდა, 75 წლის მოხუცი ხმლით ხელში 6 000 კაციანი ლაშქრით ეკვეთა 60 000-იან მტრის არმიას, პირველი შეტაკება 10 სექტემბერს გაიმართა შინდის-ტაბახმელასთან. ერეკლემ თავისი გამჭრიახობით ათჯერ მეტი მტერი დაამარცხა და უკუაქცია…. მეორე დღეს შემობრუნენული აღა-მაჰმად ხანი თავისი არმიით ისევ დაიძრა თბილისისკენ და ერეკლე ისევ ეძგერა მტერს! ძლივს გამოიყვანეს მოხუცი კაცი, ცოცხლად არ გამოდიოდა ბრძოლის ველიდან… და ეს კაცი ასე ჩუმად დაიკრძალა სვეტიცხოველში!

 

 

ვინ გყავთ ამისთანა ან დასაკრძალი ან დასაქორწინებელი? ამ “ჟამიანობის” დროს ამხელა სუფრებს იხდით, ქეიფობთ, სვამთ, ჭამთ, ღრეობთ და მერე ნაქეიფრები და გამომძღრები მოგზაურობთ მთელ სამეგრელოში. სირცხვილია ხალხო, სირცხვილი!

 

მოითმინეთ დავძლევთ, გავიმარჯვებთ და მერე თუ გინდათ თავები დაიხრჩეთ ღვინოში.”– წერს დაჩი ცაგურია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner