logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: მურმან დუმბაძემ ქართველ ხალხს დაუანონსა, ნებისმიერი გზით ვაპირებთ არჩევნების მოგებასო
- +

14 მაისი. 2020. 18:01

 

 

„მურმან დუმბაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, „ნებისმიერი გზით ვაპირებთ არჩევნების მოგებას, ეს იქნება არჩევნების გზა თუ რევოლუციის გზა“, - წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

 

მისი თქმით, რევოლუციით ამ ქვეყანაში თქვენი საქმე ვეღარ გაკეთდება.

 

„ამ გზების ძიებისას დაშვებული შეცდომები მრავალია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფ - 20 ივნისის მოვლენები, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა (არსებობს ვიდეომასალები და მოიპოვება მოწმეთა ჩვენებები), დაზარალებული ადამიანების ნაწილიც, რომლებიც ბრმა იარაღად გამოიყენეს და მიატოვეს; ქართველი ხალხის წინაშე დადებული 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებიდან გადახვევის გზების ძიება - ტერმინის „პოლიტპატიმარი“ საზოგადოებაში უდანაშაულობის ფორმულად გასაღება და მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული პირების გათავისუფლების მოთხოვნა; შიდა მსჯელობის დონეზე სხვა უკანონო გეგმაც, ალბათ, არაერთია.

 

მურმან დუმბაძემ მათი ნებართვით თუ ნებართვის გარეშე ქართველ ხალხს დაუანონსა: „ნებისმიერი გზით ვაპირებთ არჩევნების მოგებას, ეს იქნება არჩევნების გზა თუ რევოლუციის გზა“.

 

ვაი რომ, ისევ რევოლუციის იმედზე ხართ?! შეთანხმებაზე ხელმოწერილი დოკუმენტი ორივე მხარეს გასაგებად ეუბნება, რომ პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში არ შეიძლება, ანუ შეთანხმების მიზნიდან გამომდინარე, ოპოზიციას, როგორც დოკუმენტზე ხელმომწერ მეორე მხარეს, ეკრძალება მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა და მეტიც, ხელისუფლებასთან ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შეიძინეთ ვალდებულება მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენციაზე. ქართველი ხალხის, მოქალაქეების, ლეგიტიმური უფლებაა - მშვიდობიან საარჩევნო პროცესში თავად გააკეთონ არჩევანი და ეს არ ექვემდებარება შეზღუდვას. ქართველი ხალხის, მოქალაქეების, ლეგიტიმური უფლება არ არის და არასოდეს იქნება დამოკიდებული რაიმე სახის ულტიმატუმზე, მით უმეტეს მსჯავრდებული და ბრალდებული პირების გათავისუფლება-არგათავისუფლებაზე. ოპოზიციას შევახსენებ, რომ ხალხი ბრძენია, წინასაარჩევნო პროცესიც მალე დაიწყება, ამიტომ მიხედეთ საქმეს, რათა მერე არჩევნების შედეგებზე პრეტენზია არ გქონდეთ და ქუჩაში აღარ იძუნძულოთ. რევოლუციით ამ ქვეყანაში თქვენი საქმე ვეღარ გაკეთდება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner