logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილს და მის ნარჩენებს სძულთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი!
- +

30 ივნისი. 2020. 18:36

 

 

 

 

 

 

„თქვენს ბოროტ ზრახვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადებო და მეხოტბეებო, ჩვენს ქვეყანაში, აღსრულება არ უწერია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს: უნიკალური დენდროლოგიური პარკიდან დაწყებული წყალტუბოს და აბასთუმნის სრულიად რეაბილიტაციით და ფაქტიურად თავიდან აშენებით გაგრძელებული, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე რომ არაფერი ვთქვათ. ან რატომ არ უნდა ვთქვათ, არ ვიცი! უბრალოდ გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით მას!!!“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან შექმნილ აჟიოტაჟს თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით.

 

„90 იანი წლებიდან დღეის ჩათვლით, ჩვენს ქვეყანაში, თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი პროექტი ბატონ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. 2003-2012 წლებში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შექმნილ სიკეთეებს „ნაცმოძრაობა“ თავისად ასაღებდა და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, ამით ამაყად პოზიციონერობდა.

 

დღეს აღარ მოსწონთ, ქართველი ხალხის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მშვიდობიანი გზით, არჩევნებზე დამარცხებულ მოძალადე კრიმინალური რეჟიმის ნარჩენებს ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, უსასყიდლოდ გაღებული უდიდესი სიკეთე, რომლის მასშტაბიც, თუნდაც კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში. რატომ? - ისმის კითხვა. პასუხი მარტივია!!! მიშა სააკაშვილს და მის ნარჩენებს სძულთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი!!!

 

პასუხი გირგვლიანის და ვაზაგაშვილის წამებასა და მკვლელობაშია!!! პასუხი 7 ნოემბერს და 26 მაისს ჩვენი საზოგადოების უმოწყალოდ დარბევაშია!!! პასუხი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპანტისთვის ჩაბარებაში და მტერთან კაპიტულანტური გარიგებების გაფორმებაშია!!!

 

ბევრია კიდევ პასუხი, თუ რატომ არ უყვარს ნაც-კლასტერს ბიძინა ივანიშვილი, ბევრია თუმცა, ზემოხსენებულიც სავსებით საკმარისია იმის ცალსახად დემონსტრირებისთვის, რომ ბოროტმა არ შეიძლება კეთილი შეიყვაროს: ეკლესიების მარბიელებმა არ შეიძლება ეკლესია-მონასტრების მშენებელი შეიყვაროს!!! ინტელიგენციის ჩამრეცხავებმა არ შეიძლება ოპერისა და თეატრის აღმშენებელი და კულტურის მოღვაწეთა მუდმივი მხარდამჭერი შეიყვაროს და ა.შ და ა.შ და ა.შ

 

თქვენს ბოროტ ზრახვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადებო და მეხოტბეებო, ჩვენს ქვეყანაში აღსრულება არ უწერია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს: უნიკალური დენდროლოგიური პარკიდან დაწყებული წყალტუბოს და აბასთუმნის სრულიად რეაბილიტაციით და ფაქტიურად თავიდან აშენებით გაგრძელებული, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე რომ არაფერი ვთქვათ. ან რატომ არ უნდა ვთქვათ, არ ვიცი!

 

უბრალოდ, გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით მას!!!“ - წერს დავით მათიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10214082969788608&id=1843191572 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner