logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ახლანდელ პარლამენტში ქვეყნის მტრები არიან!
- +

2 ივლისი. 2020. 14:15

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„საქართველოს მომავალ პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ!“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

ეს ნათქვამი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრმა იცის:

 

საქართველოს ახლანდელ პარლამენტში ქვეყნის მტრები არიან!

 

გიორგი გახარიას არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა.

 

სამაგიეროდ, გამოხტნენ გოცირიძე და ბოკერია და „მიაკომენტარეს“!

 

ჟურნალისტებიც რაღა მაინცდამაინც ამ სუბიექტებს მიადგნენ?!

 

გამოდის, რომ რაც პრემიერ-მინისტრმა იცის, ასევე იციან ჟურნალისტებმა და ადრესატებმაც!

 

ხალხმა ხომ იცის და იცის!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner