logo_geo
eng_logo
დავით ნაკაიძე: ნინო, ჩვენ - ათასობით ადამიანს გვიყვარხარ, არ შედრკე, არ აჰყვე უმეცართა ფართხალს!
- +

4 ივლისი. 2020. 14:05

 

 

ტელეპროდიუსერი და რეჟისორი დავით ნაკაიძე შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ნინო გიორგობიანის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ბევრი რამ მინახავს ცხოვრებაში სიყვარულიც, მტრობაც, დალხენილი ცხოვრებაც, უკიდურესი გაჭირვებაც, აღზევებაც და ვარდნაც, სიმართლეც და ჭორიც, მაგრამ რასაც ბოლო ორი-სამი წელია ვუყურებ, მაოგნებს... ჟურნალისტიკა ყოველ ზღვარს სცილდება, იყიდება რა ფულზე ან  სამსახურის შენარჩუნების მიზეზად ასრულებს ყოვლად უზნეო დაკვეთებს, ავიწყდებათ, რომ ფულიც, სამუშაოც შეიძლება გაქრეს და რჩება ადამიანური ღირებულებები, მაგრამ სად აქვთ ასეთ გარეწრებს „ადამიანური ღირებულებები“... იციან კი, რა არის ეს - ღირსება. ახლა წამოიწყეს გაუაზრებელი, ბოროტი კამპანია ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, უმცროსი მეგობრის წინააღმდეგ, იმდენად ამაზრზენია, მეტიც - გულისამრევია ეს ყველაფერი, რომ მე ვერაფრით გავჩერდები. თავს ესხმიან ერთგულ, შრომისმოყვარე, სამსახურისთვის თავგადაკლულ ადამიანს - ნინო გიორგობიანს. თქვე ბეცებო, გაუნათლებლებო, ვინ მოგცემთ ნინოს საჯიჯგნად! არაკაცებო, დაოკდით და გამოიფხიკეთ ტვინი, თუ ასეთი ნივთიერება დაგრჩათ კიდევ, გონს მოდით  - სიკეთეს, სიყვარულს ალტერნატივა არა აქვს.

 

ნინო, ჩვენ - ათასობით ადამიანს გვიყვარხარ, არ შედრკე, არ აჰყვე უმეცართა ფართხალს, მათ იციან, რომ განწირულნი არიან. კოლეგებო, ჟურნალისტებო, ამოიღეთ ხმა ნინოს გვერდში დგომისათვის და არა დასაცავად, რადგან მას  დაცვა არ სჭირდება. ნინო, ჩვენ შენ გვიყვარხარ!“ - წერს დავით ნაკაიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner