top_leaderboard
left_sabechdi

რა იწვევს ბრტყელტერფიანობას ბავშვებში?

ჯანსაღი ტერფის აგებულებას რკალისებური მოხაზულობა აქვს. თანდაყოლილ თუ შეძენილ მიზეზთა გამო თაღები სწორდება, ბრტყელდება და ტერფი შიგნით ან გარეთ ბრუნდება. ტერფი თუ სიარულის დროს სწორად არ დგას დატვირთვა გადადის მუხლებზე, მენჯ-ბარძაყის სახსრებზე და შესაბამისად, ხერხემალზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბრტყელტერფიანობის დროული პროფილაქტიკა. ბრტყელტერფიანობა ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ყურადღება ადრეული პერიოდიდან უნდა მიექცეს. ეს დაავადება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს: 

  • გენეტიკასთან;
  • ჭარბ წონასთან;
  • არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელთან.

თაღების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს 3-4 წლიდან 8 წლის ასაკამდე. სწორედ ეს პერიოდი ითვლება საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდად, როცა ცვლილებების შეტანა და თაღების ჩამოყალიბების პროცესში ხელშეწყობა შესაძლებელია.  გაითვალისწინეთ, რომ:

  • 2-3 წლის ბავშვებში სწორად შეარჩიოთ ფეხსაცმელი;
  • ეცადეთ, ფეხსაცმელს ჰქონდეს რბილი სუპინატორი, მაგარი უკანა ნაწილი და 1-1,5 სმ ქუსლი;
  • ფეხსაცმლის ძირი უნდა იყოს რბილი და დრეკადი;
  • ფეხსაცმლის ცხვირი უნდა იყოს განიერი და მრგვალი, რათა ფეხის თითები იყოს თავისუფლად;
  • სწორად შერჩეული უნდა იყოს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო ფეხსაცმელი.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ინდივიდუალურია, მაგრამ ყველაზე მეტად მდგომარეობა რთულადაა მაშინ, როდესაც ეს გენეტიკურია. ხშირია შემთხვევები, როდესაც მკურნალობის დროს სრული ბრტყელტერფიანობა ნაწილობრივში გადადის. შეიძლება ადამიანს არანაირი ჩივილი აღარ ჰქონდეს, მაგრამ თუ სპეციფიური ჩივილი აქვს, მაშინ, მან ორთოპედიული სუპინატორი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის სამკურნალოდ და აფიქსირებს ფეხს ანატომიურ მდგომარეობაში. გარდა ამისა, სუპინატორები ამცირებს ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნებას. მათი დიდი არჩევანია სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვაში“. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში  თქვენ შეხვდებით საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების – ბაუერფეინდის/Bauerfeind, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ორთოპედიულ ღაბაშებს. მათი შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” მაღაზიებში. პროდუქციის შეძენა ონლიან რეჟიმშიც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ: akhalikhedva.ge

 

ასევე იხილეთ