logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: მორალი, მეგობრობა, სიყვარული, კაცობა, ქალობა - აღარაფერი აღარ არსებობს!
- +

10 ივლისი. 2020. 20:48

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის შესახებ წერს:

 

,,ჩემო ანგელოზო, ჩემო გიორგი, როგორ ამომწვი და ამომგლიჯე სული და გული! შენი სახე არ ამომდის შვილო, რატომ გაგიმეტეს ასე! გამისკდება გული, მოგიკვდი, ნეტა მე მტკენოდა ყველაფერი შენს მაგივრად, დედუმე დავმხრჩვალიყავი, როგორც ახლა მახრჩობს ცრემლები...

 

ვიცი, რომ გვიყურებ ყველას და ბევრად უკეთეს ადგილას ხარ, მაგრამ მაინც მენანება ეს ქვეყანა უშენოდ. კიდევ უნდა გვეხარა შენი წარმატებებით.. ვერ გაგიფრთხილდით, ვერ დაგიმსახურეთ...

 

გამისკდა თავი! უცბად ვიფიქრე, რა უსამართლოა ღმერთი, რატომ მე არ წამიყვანა, გიორგი რატომ აღარ უნდა იყოს ცოცხალიმეთქი და მერე დავფიქრდი, რომ ამ ჯოჯოხეთში, რასაც ჩვენ "ვაშენებთ" გიორგისნაირი ანგელოზების ადგილი არაა!!!

 

როგორც ყოველთვის, მართლია უფალი, ანგელოზი თავისთან წაიყვანა და ჩვენ დაგვტოვა ამ ჯოჯოხეთში საწამებლად და ცოდვების მოსანანიებლად.... თუ მივხვდებით რამეს, ხომ კაი, თუ არა და კიდევ უფრო ვახაროთ სატანა ამ გაბოროტებულ სამყაროში...

 

ვსხედვართ აქ და ვისვრით "ამას დახრჩობა, იმას სიკვდილი - ამას დახრჩობა, იმას სიკვდილი". რომ იკითხო, აპაპ სტალინი არ გამაგონო - სატანა და სისხლისმსმელი ტირანიაო გეტყვიან. თემიდა დეიდა, თემიდა ბიძია "მართლმადიდებლები", ქე, რომ პირდაპირ გვიწერია ათ ცნებაში არა კაც კლაო, გააგრძელებენ "ამას დახრჩობა, იმას სიკვდილი!" აბა რა! აყვებიან პატარა თემიდუშკა გოგო-ბიჭები , ექოდ "ამას დახრჩობა, იმას სიკვდილი!" რა იოლია ცხოვრება თურმე, სხვის გაჩენილზე თუ ლაპარაკობ და არა შენი ოჯახის წევრზე, ვითომ იგივე არ შეიძლება, რომ ჩვენც დაგვემართოს?!

 

ანგელოზმა დაგვტოვა, წაგვართვა უფალმა... აბა, ჩვენ რა ღირსები ვართ, გიორგი შაქარაშვილი ჩვენს გვერდით ყოფილიყო...

 

ამდენი დღეა, ხან ვინ გავისტუმრეთ დასახვრეტად, ხან ვინ ჩამოსახრჩობად, ხან ვის სამუდამოს ვითხოვთ, ხან დაზარალებულის და შეშინებულის დატუსაღებას მანამ, სანამ გამოძიება დამთავრებულა.

 

ეს ასპიტი ტელევიზიები, რატომ ცდილობენ ყურადღების გადატანას იმ ჩვიდმეტიდან, ვინც დაკავებულია?! ეს არ გვაინტერესებს, არა! დავდევთ არაფხიზელ შტერ გოგოს. გაუგრძელებია თურმე, უცეკვია და რას დავსდევთ, ვერ გავიგე... მანამდე სადევნი და გასარკვევი გამოგველია?!

 

ვინ არიან ეს ავადსახსენებელი 17 ადამიანისმაგვარი? ყველა არარაობა და სადისტი ღორისშვილია, თუ ნაწილი მხოლოდ? ვინ სად იცეკვა ის გვაქვს დასადგენი, თუ რომელ მანქანაში ვინ იჯდა, რკინა ხელში ვის ეჭირა, ვინ დასდევდა ამ შეშინებულ და გაქცეულ ბიჭებს? მეორე მანქანამ იცოდა თუ არა, რომ პირველმა მანქანამ უკვე ცემა ეს უდანაშაულო ბიჭები, რომელთა შორის ის არ იყო, ვისაც ეს გორილები ეძებდნენ, (რამდენადაც მე ვიცი) , თუ სხვა ვერსიაა სწორი, რომ თითქოს ერთ გოგოს გიორგი შაქარაშვილი მოსწონდა და რადგან უპასუხოდ დატოვა, ამ გოგომ თავის ახლობელ "ბიჭებს" (ამ არაკაცებს) დაურეკა, მოდით, შეურაცხყოფა მომაყენესო... რომელი ვერსიაა სწორი?

 

გიორგის და ამირხანაშვილის მეგობარს ეძებდნენ, თუ კონკრეტულად გიორგის ცემა უნდოდათ, გოგოს დავალებით?! რამე გავარკვიეთ?! ამ ყველაფერს ხომ არსებითი მნიშვნელობა აქვს???

 

ამ დროს, ყველა დასდევს ერთ შეშინებულ ფოტოგრაფს, რომელმაც უკვე ზეპირად ვიცით, სად დარეკა და რა დარეკა!!! ისიც ვიცით, რომ მის დარეკილს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან გვერდზე გასვლიდან წუთებში დამთავრდა იმ მეორე შენობაში ამბავი და მანქანა ამირხანაშვილიანად დაიძრა თბილისისკენ!!!!

 

იქ ამბავი ეგრევე მოხდა!! გინდაც პატრული იყოს დამნაშავე, რამე იცვლება? დაისჯება ეს პატრული ბოლო-ბოლო!!! რა გადგვაყოლეთ ამ 112-ის ლაპარაკს!? 17 სულიერია დაკავებული და არაფერს ამბობენ ხომ??? და რა პრობლემაა, ვერ გავიგე? არ ლაპარაკობენ და ნუ ლაპარაკობენ. უთხრას პროკურატურამ , რომ თუ დამნაშავე არ აღიარებს, ყველა დაისჯება მაქსიმალური წლებით! ისე, როგორც უნდა დასჯილიყვნენ მხოლოდ 2, 3 ან 4 თუ რამდენიც იყვნენ იმ მანქანაში!!! ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე მანქანის მოძალადეები არ უნდა დაისაჯონ!!! ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის საფრთხე შეუქმნა, რის და ვის გამოც ეს ანგელოზი დაიღუპა!!!

 

მაგრამ, ჯერ ამ ჩვიდმეტშია დასათვლელი და გამოსაძიებელი, ვინ, რამდენად დამნაშავეა, რატომ უმალავთ საზოგადოებას მათ გვარებს, ფოტოებს, მშობლებს, რომლებსაც მთელმა საქართველომ უნდა შეაფურთხოს ასეთი პირუტყვების გამოკვება- გამოზრდისთვის!!!

 

22 თუ მეტი ასაკის ვერზილები დაესივნენ პატარა დამფრთხალ 18-19 ბიჭებს, (დიდი განსხვავებაა ამ პერიოდში 4-5 წელი) ურტყეს, მობრუნდნენ, კიდევ ურტყეს, კიდევ სდიეს, კიდევ ურტყეს ამ არაკაცებმა!!!!! ერთი "კაცი " არ აღმოჩნდა მათ შორის, რომ ეთქვა - კარგი, გეყოფათ, მოხვდათ უკვე მოსახვედრი, წავედით... არა!! ეს არაკაცი ფუცანები მისდგნენ წაქცეულებს და ამათზე მოინდომეს საკუთარი ქალაჩუნა თავებისთვის კაცობის მტკიცება?! აბა რითი ავხსნა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ცემა-დევნა, ამიხსენით?! რამდენი ჩხუბი არ მინახავს ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ბევრი რამის მომსწრე ვარ, ბევრი დაჭრით და მკვლელობითაც დამთავრებულა, მაგრამ ასეთი რამის მნახველი არ ვარ!!! წაქცეულის და გაქცეულის ასე გამეტება?!  ამას მხოლოდ არაკაცი იკადრებს ან არაფხიზელი, არაადექვატური ფუცანი !!!

 

ეს არის გასარკევი დაზუსტებით, ვინ არიან ეს 17, საიდან მოვიდნენ, ვის რა როლი მიუძღვის, ხოლო ტელევიზია "აბრაზნები", ჩემი აზრით პროკურატურიანად, საით მიერეკებით გაგვაგებინეთ ერთი რა?!

 

რა დროს პოლიციაზე და პატრულზე ისრების გადაყვანაა, ქვეყანა თავზე გვემხობა - მორალი, მეგობრობა, სიყვარული, კაცობა, ქალობა - აღარაფერი აღარ არსებობს!!!!

 

მივყვები ამ დაბადების დღეს, როგორც წყალწაღებული, ხავსს ვეჭიდები, რომ ერთი ნორმალური ბავშვი მაინც გამოვარჩიო, რომელიც სწორად მოიქცა და ვერ ვპოულობ, ვიღუპებით... ეს დაბადების დღე ხომ ჩვენი შვილების სახეც არის, ნუ გგონიათ, რომ ყველა არ აღმოვჩნდებით იგივე მდგომარეობაში, როდესაც ასე შოკში ჩაგვაგდებს ჩვენი ან ჩვენი ახლობლების შვილების საქციელი...

 

ვერ ვიტან ბავშვების ლანძღვას, რადგან ყველგან ჩვენს დანაშაულს ვხედავ. მათი არასწორი ქმედებები ჩვენი დანაშაულია და არა მათი!! აი, იმ მშობელისაც, რომელიც ჩავიდა, თავისი შვილი წამოიყვანა და დანარჩენი არ მოიკითხა, იმ კაცს არ რცხვენია?! გოგოებს, თუ ეს კონფლიქტი მათი პროვოცირებულია, 18-19 წლის გაუზრდელ შტერებს უნდა მოვთხოვოთ პასუხი, თუ აი ისეთ მშობელს, მარტო თავისი შვილი რომ წამოიყვანა?!

 

ესეთი რა უჯიშო ოჯახებიდან იყვნენ, რომ არავინ არავის მშობლებს არ იცნობდა, დაერეკათ, ჩამოეკითხათ... არ ვიცი... სისულელეებზე გადავედი...

 

მაგრამ ფაქტია, მორალის კითხვას შევეშვათ!!!

 

უბედურება მოხდა და ჯერ საქმეა გამოსაძიებელი და არა მეორეხარისხოვანი ტინგიცა, უპასუხისმგებლო ბავშვების კადრები - პროკურატურა, გრცხვენოდეთ, ამის გავრცელებისთვის და ვითომ რომ შეგეშალათ!!!

 

საბოტაჟნიკების ბუდე რომ გაქვთ მანდ, ვიცი და ამ საქმის მიხედვით, კიდევ ერთხელ, ოფიციალურად, გვარებით გეტყვით პირში, ვინ ვინ ხართ!!!

 

2012 წლიდან ვყვირი, ვხავი, რომ პროკურატურაში რეფორმაა ჩასატარებელი, რომ უმეტესობა ადეიშვილის კადრებია და კიდევ უარესი ადეიშვილის პროკურორები გადავიდნენ მოსამართლეებად !!! სულ 450 გამომძიებელ-პროკურორი იყო შესაცვლელი და ეს ვერ მოახერხა კბილაშვილ-ნაცვლიშვილმა?

 

კიდევ გიმეორებ, ოცნება!!!! პროკურატურამ დაგაკარგინათ ამომრჩევლების მინიმუმ 20%, უსამართლობით და უნამუსობით, რასაც მიზანმიმართულად ეწევიანმეთქი!!!

 

პრემიერო გახარია, შენ მაინც მომისმინე!!!

 

პროკურატურის უმრავლესობა, მოსამართლეობაში გადასული კადრების 90% ასპიტი საბოტაჟნიკები არიან!!! შსს-შიც არ გაკლიათ საბოტაჟნიკები, თუმცა, პროკურატურასთან შედარებაც არ შეიძლება!!!

 

ერთად გასკდება ეს ფურუნკულები, ჯერ ჟონავს...

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ გიმეორებთ, მაგ ვირთხებს შესთავაზეთ ასეთი რამ, თუ არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს,( ყველა თუ არ მოყვება თავისას, არ ვამბობ, რომ სხვისი უნდა მოყვნენ - ეს ბოზობა არ არის) მაშინ ყველა წავა, მთავარ დამნაშავეს რაც ეკუთვნის , იმდენი წლით ციხეში!!!

 

აი, მერე ვნახოთ , თუ არ ალაპარაკდებიან!!!

 

ერთმანეთს გადაჭამენ, ერთმანეთს აალაპარაკებენ !!!

 

საქმის გახსნა თუ გინდათ , ასეა!!!“ - წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner