logo_geo
eng_logo
„არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით..."
- +

12 იანვარი. 2017. 03:14


 

 

„მე ვერცერთ მხარეს ვერ დაგამშვიდებთ. „ჩამოთრეულები წაეთრიონ" და პასუხად: „თბილისელი მხოლოდ ხოხობი იყო" (ვინმემ რომ გვითხრას სხვა პლანეტიდან - „დედამიწელები მარტო ვენდობიონტები იყვნენ, ძმაო, 550 მილიონი წლის წინ") - ერთი და იგივე კომპლექსის ორი გამოხატულებაა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.


„ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: არ მგონია „ჩამოსულების" ამხელა რეაქცია და ილია, აკაკი, ვაჟა და სხვების „ჩამოსულობის" მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო.

 

არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით და რაც მთავარია და ხშირად გამოგვრჩება - არც ის ადგილი მგონია რამეზე ნაკლები. ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ-იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები", - წერს კეკელიძე.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner