logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ლიკა ქავჟარაძე - ეს სახელი დიდხანს შემორჩება საქართველოს!
- +

12 ოქტომბერი. 2017. 15:05


ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ობიექტივში" გვესტუმრა, მოგვეფერა, მოგვესიყვარულა...

 

ფოტოობიექტივის წინ ვიპოზიორეთ, ვიცინეთ... ათას რამეზე ვისაუბრეთ და სიყვარულით დავემშვიდობეთ ერთმანეთს... ხშირად შეხვედრაზე შევთანხმდით...

 

ახლა კი თავზარდამცემი ამბავი გავიგე - ლიკა წავიდა...

 

ხელს ჩაკიდებს თავისი ანგელოზი და უფალს წარუდგენს... უფალი კი სასუფეველს მარიტასთან დაუმკვიდრებს...

 

მარიტა და ციციკორე მხოლოდ ამქვეყნად შეიძლება იყვნენ ერთად, იქ კი, იქ მარიტას უფალი იცავს... ციციკორეებისგან!

 

როგორ დაიტანჯა... როგორ დაისაჯა თავისი არაამქვეყნიური სილამაზის გამო...

 

ლიკა ქავჟარაძე - ეს სახელი დიდხანს, ძალიან დიდხანს შემორჩება საქართველოს!" - წერს მძინარაშვილი. 

 

 

 

 

 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner