logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ...
- +

15 იანვარი. 2018. 04:01



თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სანდრო გირგვლიანის სასტიკი მკვლელობა იმ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა რომელშიც, ბოროტება ბანალურ ყოველდღიურობას წარმოადგენდა. რეჟიმთან, უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული ირინა ენუქიძის თავგანწირვის შედეგია სამართლიანობის აღდგენის რთულ და გრძელვადიან პროცესში დადებული, კიდევ ერთი პატარა აგური.

 

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დამნაშავედ ცნობილი და მოქმედი პრეზიდენტის „ვორდინგი" ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით გავს, არ გამიკვირდებოდა, რომ არა მის მიერ რამდენიმე თვის წინ ირინა ენუქიძის დაჯილდოება თამარ მეფის ორდენით.

 

მჯერა რომ რეჟიმის მემკვიდრეობას, წარსულს რომელიც რეჟიმმა დაგვიტოვა, აუცილებლად დავძლევთ და მსგავსი აღარასოდეს განმეორდება!" - წერს ვატო შაქარიშვილი.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner