logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: თურმე გირგვლიანი ქუჩურ „რაზბორკებს” შეწირვია - ვაზაგაშვილს „ხლაპუშკა“ აუფეთქებია…
- +

22 იანვარი. 2018. 10:33


 

„ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და გისურვოთ სიკეთე, სიხარული, ბედნიერება. ეს წელი მაინც ყოფილიყოს სამართლიანობის და ოცნებების ასრულების წელი. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ. არ მინდოდა ასეთი ფორმით კრიმინალი, სატანის მოციქულებისთვის პასუხის გაცემა, რადგან აუცილებლად ვაპირებ სასამართლოში გავცე მათ პასუხი, თუმცა ჩავთვალე, რომ აქაც დამეწერა", - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

 

„უკვე ყველა ზღვარს გადავიდნენ, თურმე სანდრო გირგვლიანი ქუჩურ „რაზბორკებს" შეწირვია, იური ვაზაგაშვილს „ხლაპუშკა" აუფეთქებია და ამით მომკვდარა. უკვე მიცვალებულებსაც აღარ ასვენებენ, ეს უღმერთოები. ეხლა უკვე ჩემზეც გადმოვიდნენ, რაც უკავშირდება ბუტას სასამართლო პროცესებს. კუპრავას არასამთავრობოს დამფუძნებელია ირაკლი ფირცხალავა და სწორედ მის მითითებებს ასრულებს. უნდათ, ჩემი სახელი და ღირსება შემილახონ, მართლაც მეტი არც არაფერი გამაჩნია. უნდათ, მორალურად გამანადგურონ. თუმცა ვერ ეღირსებიან. მართალი კაცი ქვაზე მაგარია. აუცილებლად ვაგებინებ პასუხს ამ შეურაცხყოფისთვის.

 

რაც შეეხება „ქომაგს", „ქომაგმა" უამრავი ადამიანი შიმშილს გადაარჩინა იმ ავბედით ჟამს. მე კი იმდენი სტრესი გადავიტანე მაშინ, სულ ბეწვის ხიდზე ვიარე, ისე უნდოდათ ჩემი დაჭერა. „ქომაგი", შეგახსენებთ, შეიქმნა ჯერ კიდევ "ნაცების" დროს, წარმოგიდგენიათ? მაშინ რომ რამე დარღვევა მქონოდა, რას მიზამდნენ? მთელი სახელმწიფო სტრუქტურები იყო ჩართული "ქომაგის" წინააღმდეგ, მოგელაძიდან დაწყებული და სწორედ ეგ კუპრავები და ფირცხალავები იყვნენ ძალოვან სტრუქტურებში მაშინ. თუმცა მაშინ ვერ მიპოვეს ვერაფერი. "ქომაგის" საქმიანობაში ყველაფერი გამჭვირვალეა, ვისაც უნდა, იმან შეისწავლოს. არანაირი პრობლემა არ არის.

 

პრობლემა იცით, რა არის? დღეს, კიდევ ეს კრიმინალი, ფაშისტი ორგანიზაციის წევრები რომ ამდენს ბედავენ და კიდევ ამათთან რომ მიწევს ბრძოლა, თუმცა ვერ მომერევიან. საჯაროდ მოვახდევინებ კუპრავას ბოდიშს. ჯობია, ის შეისწავლონ, საიდან ფინანსდება კუპრავას ორგანიზაცია. დიდი მადლობა ყველას სოლიდარობისა და თანადგომისთვის", - წერს მეტრეველი.








 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner