logo_geo
eng_logo
„მინდა გაგიზიაროთ ჩემი სურვილი...“ - კახა კალაძე ინიციატივით გამოდის
- +

22 მარტი. 2018. 15:41



თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა.

 

ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არა მარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას.

 

მინდა გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება - მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვის თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც.

 

ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს.

 

საქართველო გმირების ქვეყანაა", - წერს კალაძე.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner