logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: თუ ექიმ მურთაზ მამაგეიშვილს დასჭირდება ჩვენი თანადგომა, მზად ვართ!
- +

13 ივნისი. 2018. 19:06

 

„ნაცი“ რომ მაინც ყველგან ნაცია, უყურე შენ, აფერისტი ქალი! არაფერი სამკურნალო არ ჰქონდა კვიტაიშვილს. მის ინტერესებში იყო, რომ რაღაც დაზიანება დაგვეწერა. არ სჭირდა და ტყუილს ხომ არ დავწერდით?!“ – ასე ეხმაურება „მეტრონომთან“ საუბრისას ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის ბრალდებას, რომლის თანახმადაც მას პარტიული კუთვნილების გამო არ უმკურნალეს.

 

„გამათავისუფლეს სამსახურიდან. ის, რასაც ამბობენ და ატრიალებენ, ეს ეგრე არ მოხდა. ის ქალბატონი, ნინო კვიტაიშვილი, მართალს არ ამბობს. საერთოდ გაგიგიათ, რომ ექიმს ავადმყოფისთვის პოლიტიკური ნიშნით არ ემკურნალა? 70 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ არ გამიგია. შეიძლება, პაციენტმა იდავოს, რომ არასწორად უმკურნალეს, ფული გამოსძალეს, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით რომ არ უმკურნალეს, ეგეთი რამ არ გამიგია. არაფერი სამკურნალო არ ჰქონდა კვიტაიშვილს. მის ინტერესებში იყო, რომ რაღაც დაზიანება დაგვეწერა. არ სჭირდა და ტყუილს ხომ არ დავწერდით?!“, – აცხადებს მამაგეიშვილი.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხალხო, მოვითხოვოთ ექიმ მამაგეიშვილის აღდგენა, რომელსაც შვილი „ქიმიაზე“ ჰყავს, ნიკა გვარამიას მუქარის გამო რომ გაუშვეს სამსახურიდან იმიტომ, რომ დამპალ „ნაციონალ“ კვიტაიშვილს არ ჩაუწერა ის დაზიანებები, რაც არ ჰქონია, პოლიტიკური ნიშნით არ მიმკურნალაო - საწყალ 70 წლის კაცს რომ დააბრალა! მართლა ყველა ჩვენ დაგვაჯდა თავზე!

 

ეს არ ყოფილა სიმართლე! ნიკა გვარამიას მუქარის მერე ეს კაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს! ვანახებ, როგორ უნდა უსამართლოდ ადამიანების დაჩაგვრა! მე არც ვიცნობ იმ ექიმს, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს უნდა დავუდგეთ სიმართლისთვის!

 

15-მდე ადამიანი მივედით ინგოროყვას კლინიკაში, შევხვდით აღმასრულებელ დირექტორს ვასილ ჭეიშვილს, მან გვითხრა, რომ ეთიკის კომისიამ გადაწყვიტა მამაგეიშვილის გაშვებაო, მას აქვს უფლება, იჩივლოს და დაიცვას თავის სიმართლეო... დავემშვიდობეთ და წამოვედით. თუ ბატონ მურთაზ მამაგეიშვილს დასჭირდება ჩვენი თანადგომა, მზად ვართ, ადვოკატებთან ერთად ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზით!“ - წერს ჯღარკავა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner