logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ყველაზე კარგად შალვა თადუმაძემ იცის რა არის რეჟიმთან ბროლა
- +

6 ივლისი. 2018. 19:09

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მთავარი პროკურორობის კანდიდატ შალვა თადუმაძის შესახებ წერს:

 

„შალვა თადუმაძე 2012 წელს გავიცანი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე, უსამართლოდ დაკავებული, უდანაშაულო გენერლის თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი გახლდათ. ხშირად ვიწვევდი ჩემს გადაცემებში შალვას და ლილიკო გელაშვილს, სწორედ ეს ადამიანები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ თამაზაშვილის უდანაშაულობა სასამართლო პროცესებზე. გამარჯვებაც ერთად ვიზეიმეთ. ყველაზე კარგად შალვა თადუმაძემ იცის რა არის რეჟიმთან ბროლა და რა ფასი აქვს სამართლიანობის აღდგენას. მივესალმები თუ მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდება! ჩემი თანამებრძოლების წინსვლა მუდამ მიხარია!“ - წერს ჯღარკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner