logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: შტაბკვარტირა გრიგოლას წარდგენის ახალ ტელევიზორში ყურება საშიშია ჩვენს წლოვანებაში
- +

18 ივლისი. 2018. 21:27

 

 

მხატვარი შოთა გლურჯიძე ოპოზიციისგან საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„შტაბკვარტირა გრიგოლას წარდგენის ახალ ტელევიზორში ყურება საშიშია ჩვენს წლოვანებაში.

ძველ ტელევიზორში უნდა უყურო, ნელ-ნელა რომ ხურდება, ჯერ შავზე პატარა წერტილად რომ მოსჩანს, მერე რომ იზრდება, აშიშხინდება მწვადივით და შეპარვით რომ ჩნდება მომწვანო გამოსახულება გადღაბნილ ეკრანზე, ცოტა ჩახლეჩილი ხმით.

საუკეთესოა ძველი რუბინი, ცოტა დამჯდარი ტრუბკით, მაგნიტს რომ უსმევდნენ ზედ და მუშტს რომ ურტყავდნენ პერიოდულად, პლასკაგუბცით რომ რთავდნენ და მერე ხალიჩას რომ აფარებდნენ მზისგან დასაცავად ან სილამაზისთვის“, - წერს გლურჯიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner