logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ძალიან მტკივა გული! მინდა ახალი თაობა იცნობდეს ამ გმირებს!
- +

8 აგვისტო. 2018. 21:16

 

 

„ეს გულიკო გოდოლაძეა, რეჟისორი, რომელიც დოკუმენტურ ფილმს იღებდა აფხაზეთის ომზე. ჩემი უახლოესი მეგობარი. ცხოვრებაში არ შემხვედრია გულიკოზე მამაცი და ნიჭიერი ადამიანი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„მაინც და მაინც დღეს, 8 აგვისტოს, როცა ყველა ჩვენგანის გული დამძიმებულია, „ფეისბუქში" თვალი მოვკარი მის ფოტოებს, სტუდია „მემატიანემ" გაავრცელა. გულიკო სწორედ "მემატიანეს" ეგიდით მუშაობდა, აფხაზეთის ომის ქრონიკებს ქმნიდა. ამ ფირებზე უნიკალური მასალაა აღბეჭდილი: ლაბრა, კამანი, შრომა, ყველაზე ცხელ წერტილებში მოძრაობდა. ეს ჯგუფი გმირულად დაიღუპა 1993 წლის 14 მარტს, აჩადარაში, 500 კგ-იანი ბომბის განაღმვის ოპერაციისას. ჟურნალისტებთან ერთად, მაშინ 11 გამნაღმველი დაიღუპა, აფხაზეთის ომის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე იყო. ამ დღეს გულიკოსთან ერთად, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი გარდაიცვალა: გიორგი პოპიაშვილი, ჯუმბერ ეზუხბაია... რაღაცა უცნაური ამბავია. აჩადარას ეპიზოდის გადაღების წინ გულიკომ მითხრა: მე მალე მოვკვდები და ჩემი ფირები შენ ჩაიტანე თბილისშიო... 1993 წლის 14 მარტს, როცა აფეთქების შემდეგ გავედით ტრაგედიის ადგილზე, აქაც კი ვერ დავწერ, რა დამხვდა... მაგრამ იქვე, აფეთქებული ბომბის მახლობლად ეგდო გულიკოს ზურგჩანთა, იქვე ეგდო გულიკოს რამდენიმე ფირი და გადამღები აპარატის ობიექტივი, ყველაფერი უვნებლად იყო გადარჩენილი და ეს მე ნივთები ჩამოვიტანე თბილისში და გადავეცი სტუდია „მემატიანეს“. ზუსტად ის გაცხადდა, რაც გულიკომ მითხრა. ძალიან მტკივა გული. მინდა ახალი თაობა იცნობდეს ამ გმირებს“, - წერს ინაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner