logo_geo
eng_logo
გია მურღულია: გამორჩეული პედაგოგი ჰყავს საქართველოს! ისინი ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ!
- +

24 აგვისტო. 2018. 23:29

 

 

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ჩვენი საზოგადოების ყურადღებას იმას მიაპყრობს, თუ რამდენი კარგი, მეტიც - გამორჩეული პედაგოგი ჰყავს საქართველოს და რა დიდ საქმეს აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ შეხვედრას საირმეში კონკურსის შარშანდელი და წლევანდელი საუკეთესო ათეულები ესწრებოდნენ. ისინი შესანიშნავი ადამიანები და მასწავლებლები არიან, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ახლოს უნდა იცნობდეს. მათგან ბევრი ახალი იდეა მოდის. ისინი ძალიან საინტერესონი არიან. ბედნიერებაა, რომ საქართველოს, მათ გარდა, კიდევ ჰყავს არანაკლებ შესანიშნავი პედაგოგები, რომლებიც აუცილებლად გამოჩნდებიან და თავს გამოიჩენენ შემდეგ კონკურსებში.

 

ახლა მალე წლევანდელი კონკურსის ხუთეული გაირკვევა, შემდეგ კი ჟიური ამ წლის საუკეთესო მასწავლებელსაც გამოავლენს. დაჯილდოების ცერემონია 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს, გაიმართება.

 

წარმატება საქართველოს ყველა პედაგოგს!

 

ისინი ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ“, - წერს მურღულია და ვიდეოს აზიარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner