logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ფრთხილად, ქალაქში „მკვლელი ტრაილერი“ დადის!
- +

14 სექტემბერი. 2018. 01:00

 

 

„ფრთხილად, ქალაქში „მკვლელი ტრაილერი“ დადის!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს, სტუმრებთან ერთად მცხეთაში მანქანით მივდიოდი, რა დროსაც მოულოდნელად, ჩვენს სავალ ზოლში, მთელი სისწრაფით შემოვარდა, ეს უზარმაზარი, ე.წ. მკვლელი ტრაილერი... რომ არა, პროფესიონალი მძღოლის ძალისხმევა, ახლა ცოცხლები არ ვიქნებოდით და საფრანგეთის ტრაგედია, მართლა მონაგონი იქნებოდა... მადლობა უფალს ამისთვის!

 

ამ გარეწარმა მძღოლმა, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, დაახლოებით 2 კმ.ი, სულ რვიანებით იარა, პირველი ზოლიდან, მესამე ზოლში გადახტებოდა და ლამის ამოხოცა ხალხი.... მოკლედ, ტრასაზე ჩვენი პატრონი, მხოლოდ სათვალთვალო კამერები იყო და სხვა მეტი არავინ... ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ მძღოლებს, წესით, გზიდანვე მოხსნის პოლიცია, კიც დააჯარიმებს და კიდევაც აუკრძალავს, მართვას, მითუმეტეს, ამ ძონძ-ძროხა და უსახურ მანქანებზე, რომლებმაც შესაძლოა, უამრავი ადამიანი იმსხვერპლოს ... მოკლედ, რომ ვერაფერი გავაწყეთ ამ ურჩხულთან, „დავგაზეთ“ როგორც იტყვიან ხოლმე, გაბრაზებულ გულზე და „ჩავაკარტოჩკეთ“, ეს მახინჯი და „მკვლელი“ ნაძირალა... ამის შემდეგ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მან სიჩქარესა და ცელქობას მოუკლო და ე.წ. რვიანებით, არ დადიოდა... ძველებურად არ გვაშინებდა და არ გვაწიოკებდა ის, ჩვენ, საცოდავ და უპატრონო მძღოლებს!...

 

პ.ს. იქნებ დაინტერესდეთ შესაბამისი ორგანოები, ხსენებული ფაქტით... თუ, მაინც და მაინც უნდა ამოვეჭყლიტეთ და გავესრისეთ, ამ მახინჯ და საზიზღარ არსებას?.. მაშინ, ალბათ, ყველა მობრძანდებოდით და გულზე მჯიღს იკრავდით, აფსუს ეს რა უბედურება მოხდაო?!. ჯვარი გვწერია და მართლა კარგად ვართ, მაგრამ ხომ შეიძლება, ვიღაცამ ადამიანად ჩაგვაგდოს“, - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner