logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ამ ნაცბანბანერკას და სხვა ნაცტენორებს შევახსენებ, რომ...
- +

7 ოქტომბერი. 2018. 20:24

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მსოფლიოში ცნობილმა ბანმა და საქართველოში ცნობილმა ნაცბანბანერკამ პაატა ბურჭულაძემ სალომე ზურაბიშვილზე თქვა, საქართველო მოყოლით იცისო...

 

ამ ნაცბანბანერკას და სხვა ნაცტენორებს შევახსენებ, რომ

 

- დავიდ ბენ-გურიონი (დავიდ გრინი) 1886 წელს დაიბადა პლონსკში, პოლონეთში, ისრაელი მოყოლით იცოდა და თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი, სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ისრაელის პირველი და მესამე პრემიერ-მინისტრი იყო.

 

- გოლდა მეირი 1898 წელს დაიბადა კიევში, რუსეთის იმპმერიაში (ამჟამად უკრაინა) მოიშე-იცხოკისა და ბლიუმა მაბოვიჩების ოჯახში, ისრაელი მოყოლით იცოდა და ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრი იყო.

 

- შიმონ პერესი (Szymon Perski) 1923 წელს დაიბადა აღმოსავლეთი პოლონეთში, ისრაელი მოყოლით იცოდა და 1984-1986 და 1995-1996 წლებში იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი, 2007 წლის ივნისში კი ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს.

 

ასე რომ, ძვირფასო ნაცსექტანტებო, ნაცბანბანერკებო, ნაცტენორებო და ნაცსოპრანოებო, მთავარი ის კი არ არის, მოყოლით იცი თუ ზეპირად, მთავარია, რაც იცი, რამდენად გაითავისე!

 

P.S. ნაცსექტანტებო, ახლა არ მითხრათ დავით ბენ-გურიონი, გოლდა მეირი და შიმონ პერესი ვინღა არიანო, თორემ გაგახსენებთ, მეჯვრისხევის ქუჩის ცხვირით „მხვნელ-მთესველის“ „საგმირო საქმეებს“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner