logo_geo
eng_logo
გვანცა ყუფარაძე: წარსულზე იმიტომ ვსაუბრობთ გამუდმებით, რომ ჯერ კიდევ მოუნელებელი წარსული, აწმყოში გვეჩხირება
- +

12 ოქტომბერი. 2018. 13:05

 

ყოფილი მსჯავრდებული გვანცა ყუფარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1. წარსულზე იმიტომ ვსაუბრობთ გამუდმებით, რომ ჯერ კიდევ მოუნელებელი წარსული, აწმყოში გვეჩხირება.

 

  1. წინა ხელისუფლების კადრები რატომ არიან შენარჩუნებულნი სხვადასხვა სახელისუფლო შტოში და განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლებაში, ამაზე, საჩივრებით თქვენს მიერ დიდად დაფასებულ „არასამთავრობო სექტორს“, „უფლებადამცველებს“ მიაკითხეთ, რომელშიც ასევე მრავლად შეხვდებით გადაპორტირებულ მოძალადეებს, რომელთა ჭკუაზეც დავდივართ, მაშინ, როდესაც ეს ძალები ერთად იკვრებიან და მათ დაკრულზე ცეკვას გვაიძულებენ. ვინ არ მისცა ხელისუფლებას რადიკალური რეფორმების გატარების შესაძლებლობა, აღარ გახსოვთ?! კეთილი ინებეთ და გაიხსენეთ!

 

  1. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ირაკლი კიკნაველიძის მსგავსი, პოლიტიკური გოშიობისთვის, ჩერგო-ბოკერას მიერ ინკუბატორში გამოზრდილი გარეწრები გვარამია-ახალაიაზე ნალები სადისტები იქნებიან, ძალიან ცდებით.

 

  1. ახალგამოჩეკილი „აქტივისტები“, არასამთავრობოების დიდი ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მეტასტაზები, თავისი „მწიგნობარი“, „საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი“, „ხუთი წიგნის“ ავტორებიანად, არის ერთი ბინძური თამაშის სხვადასხვა ბანალური მხარე.

 

  1. მოქმედი ხელისუფლება მანამ უნდა იყოს იქ, სადაც არის, სანამ ზემოხსენებული ოთხი მანკიერება დღის წესრიგშია.

 

თუ რაიმე უკეთესი გინდათ ამ ქვეყნისთვის, იზრუნეთ იმაზე, რომ ჩამოთვლილი ბოროტებანი აღარ იყოს იმ რეალობის მეინსტრიმი, რომელშიც ვცხოვრობთ. შექმენით ან გვიჩვენეთ ალტერნატიული შემაკავებელი შესაძლებლობა და შევცვალოთ მსჯელობის დისკურსი, რა პრობლემაა? პრობლემა კი არა, აუცილებლობაც კია. თუმცა, „ნურას უკაცრავად“, არა?! თქვენ თქვენი დღის წესრიგი გაქვთ. ჰოდა, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს.

 

ცივილიზებულ საზოგადოებაში, პოლიტიკური არჩევანის აფიშირება ნამდვილად არ არის კარგი ტონი, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვართ ცივილიზებული საზოგადოება და ამიტომ მე მაპატიეთ:

 

გულწრფელი რომ ვიყო, სანამ წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყებოდა, არსებული კანდიდატების გათვალისწინებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ვფიქრობდი, რომ გადავხაზავდი ყველა კანდიდატს.

 

ახლა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ რა უნდა გავაკეთო.

 

- ჩემს კუთვნილ ხმას მივცემ სალომე ზურაბიშვილს!

 

კარგად შემომხედეთ თვალებში და დამიმახსოვრეთ, ჯოჯოხეთის მოციქულებო. ფაშისტებს არ გიწოდებთ, ისინიც კი არ იმსახურებენ ამას.

 

ეს არ არის სიძულვილის ენა, ეს რეალური ფაქტებია თქვენს შესახებ. სიძულვილის ენის პატენტი სამარადჟამოდ თქვენს საკუთრებაში დარჩება“, - წერს ყუფარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner