logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: არ გამოგივათ ბატონებო! ან ღმერთს უნდა ემსახუროთ, ან მამონას!
- +

17 მაისი. 2016. 02:40


„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე მსოფლიო X საოჯახო კონგრესის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


ტომარაძის განცხადებით მსოფლიო საოჯახო კონგრესზე ასეულობით სტუმარი ჩამოვიდა, თუმცა დასანანია ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ღონისძიებას სათანადო ყურადღება არ დაუთმეს.


„დღეს ფილარმონიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. მსოფლიო საოჯახო კონგრესზე ასეულობით სტუმარი ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის პარლამენტარები, მინისტრები...

 

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარდამჭერი წერილი გამოაგზავნა. ბრძანდებოდა პატრიარქი, რომელიც ფილარმონიაში არსებული ატმოსფეროს გამო, ძალიან კმაყოფილი იყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლევან ვასაძის საოცარი და შთამბეჭდავი გამოსვლა. და ამ ყველაფრის ფონზე კონგრესს მხოლოდ 4 ქართველი პარლამენტარი დაესწრო, მთავრობიდან კი არავინ!!!

დანამდვილებით ვიცი, რომ რამდენიმე მინისტრს არ ეცალა და მათ მხარდაჭერაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არავის არ ეცალა? ასე რამ დააშინა და დააჩაჩანაკა ეს ხალხი? აღარც სტუმარ-მასპინძლობა იცით? აღდგომას რომ დაიჭერთ თქვენხელა სანთლებს და ღამეს ათენებთ ტაძარში, ეგ გგონიათ საქმე და პატრიოტიზმი? ფარისევლები ხართ და დღეს იქით ჩემს თვალში კიდევ უფრო დამდაბლდით, დამდაბლდით როგორც მონები, ორი ბატონის მსახურება არ გამოგივათ ბატონებო! ან ღმერთს უნდა ემსახუროთ, ან მამონას!"- აღნიშნავს ტომარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×