logo_geo
eng_logo
„სადმე როდისმე კიდევ შევხვდებით...“ - ანა გოჩაშვილმა თანამდებობა დატოვა
- +

1 აპრილი. 2019. 17:34

 

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ანა გოჩაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გოჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ეს დღეც დადგა. ვემშვიდობები საჯარო სამსახურს! პოლიტიკას ჯერ არა.

 

ჩემს ადგილს ერთი ძალიან სიმპათიური და კარგი გოგო დაიკავებს. იმედია, უკეთ გაართმევს თავს ამ ყველაფერს, ვუსურვებ წარმატებას და ვუთმობ ასპარეზს.

 

მადლობა ყველა საპარლამენტო ჟურნალისტს და ოპერატორს, იმედია, კარგად დაგამახსოვრეთ თავი. თქვენ ჩემთვის ყველაზე ფასეული იყავით ამ წლების განმავლობაში და იმედია, ცოტათი მაინც გაგრძნობინეთ ეს. სადმე როდისმე კიდევ შევხვდებით

 

კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ დღეისთვის ესეც კმარა“, – წერს გოჩაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner