logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: აღარ გეყოფათ?
- +

12 აპრილი. 2019. 15:37

 

 

„აღარ გეყოფათ?“ - წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი ქეთი დოლიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, განუდგა, უღალატა, ჭკუას ასწავლის და ა.შ...

 

ან დამანახეთ თქვენი გაკეთებული სიკეთის 100% მაინც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული სიკეთის 1% გადაწონის!

 

ეს უმთავრესად ეხებათ პოლიტიკოსებს, ვითომ საქართველოსთვის თავგადაკლულ „პატრიოტებს“, ურეიტინგო პარტიებს, ბწკენა- კბენას რომ უნდებიან უშედეგოდ!

 

„ქართული ოცნების“ შეცდომაა, რომ 2012 წელს თავგანწირვით მებრძოლი მხარდამჭერები უყურადღებოდ დატოვა და შეიკედლა მის რიგებში (უკაცრავად) შემძვრალი ნაცები.

 

ეს ძალიან მტკივნეულია. ამიტომ, თუ „ოცნებას“ გამარჯვება უნდა 2020 წელს, კარგად გაიგოს, ვინაა მის რიგებში არა საკუთარი სარგებლის, არამედ ქვეყნისთვის თავგადაკლული ხალხი... ასეთები კი სულ უფრო და უფრო ცოტაა!“ - წერს ქეთი დოლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner