logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: რა გახდა ამ სისულელის მოშორება?
- +

10 მაისი. 2019. 22:49

 

 

„ეს ვიღაც ჰარი გრემის ტვინის ნაჭყლეტი აქ, ამ ქვეყანაში არ გამოდგება და არც სახელმძღვანელოში უნდა შეიტანოთ, რა გახდა ამ სისულელის მოშორება? მე მაქვს ალავერდი და საკუთარი გრემიც, მაგრამ ეს ჰარი გრემი არ ვიცი ვინაა და არც ჩემმა შვილმა მინდა იცოდეს...“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე და შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს ავრცელებს:

 

„როცა დღეს ბავშვებს ჰარი გრემის „მამიდას“ ასწავლიან, (ეს არც იუმორია და არც ლექსი და არც არაფერი) მინდა გადარეულმა ვიყვირო, ჰარი, შენ შენს მამიდას მიხედე თქო, მაგრამ ჰარიმ საცხა, რაცხა, თავისთვის დაწერა, რა ღირებულებისა და გამო ასწავლიან ჩვენს ბავშვებს, რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდა ამის გადმოთარგმნა?.. ჩვენ მამიდები სხვანაირად გვიყვარს!

 

ეს ჩემი მამიდებია და ლექსი გივი ჩიღვინაძის! ნუ, ჰარისთან ბოდიში მომითხოვია!

 

მამიდა

„ეზოში ვარდნარს და კოინდარს

ხეხილი ჩრდილს ჰფენდა მაღლიდან...

ჩვენს ნახვას ცის გახსნას ადრიდა,

ხარობდა, ჩქარობდა მამიდა -

უეცრად რა სუფრას გაშლიდა,

რა სიტკბო-სიყვარულს დაღვრიდა! -

თან თონე, სამზადი, ბოსტანი -

მამიდას განა რა დაღლიდა?..

სევდიან ღიმილით ვტოვებდით

და ისევ გვნატრობდა თავიდან:

- ე, გოგო, რა ხანი გავიდა...

- ე, ბიჭო, რა ღვინო დაღვინდა!..

რამდენი ყვავილი ჩამოჭკნა,

რამდენი ზაფხული გაფრინდა...

რამდენჯერ ვისტუმრეთ ზამთარი -

სულშიც რა ლამაზად ბარდნიდა!..

ტიროდა ზეცა და სოფელი,

როდესაც იმ ქვეყნად წავიდა...

წარსულის ცრემლიან თვალიდან

ყოველთვის გვიყურებს მამიდა...“, - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner