logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: საჭიროდ და სასურველად მიმაჩნია, რომ ოფიციალურად დაწესდეს „მადლიერების დღე“!
- +

11 მაისი. 2019. 20:16

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბოლო ათწლეულებში უკვე იმდენი დღესასწაული და არასამუშაო დღე დაგროვდა საქართველოს კალენდარში, რომ ალბათ თითქმის მესამედი იქნება წლისა...

 

მაგრამ, მაინც მიმაჩნია სასურველად და საჭიროდ, რომ ოფიციალურად, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ერთობლივი დეკლარაციით დაწესდეს „მადლიერების დღე“!

 

ამ მხრივ მშვენიერი მაგალითი გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულის არსებობისა ანალოგიური დასახელებით.

 

თუ ადამიანებმა არ ისწავლეს მადლის დაფასება, თუკი ამდენი ვირტუალური ნეგატიური ინფორმაცია არ გაჯერდა რეალურად არსებული პოზიტივით - ჩვენი გზა იქნება გზა არსაით!

 

იუდა ჯერ უმადური გახდა და მხოლოდ ამის შემდეგ - გამყიდველი!!!

 

ნეტარ არიან მადლიერნი!!!“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner