logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: უსუფაშვილი მშობლიურ ლიბერალურ წიაღს ვერ უღალატებს
- +

14 მაისი. 2019. 16:53

 

 

ექსპერტი სოსო მანჯავიძე დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბატონი დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

 

საინტერესოა ამ კაცის მოქნილობა.

 

მისი პათოსი გემახსოვრებათ სასამართლოსა და მურუსიძესთან დაკავშირებით: არ შეიძლება ის ხალხი, ვინც რეჟიმის სიმბოლოა, უვადოდ გავამწესოთო.

 

თითქოს შავგულიძე სხვა რამეს აკეთებდეს. მან ხომ საერთოდ მოხსნა უზნეობის ყველა რეკორდი.

 

არა მარტო ამბობს, რომ გუშინ „ნაცები“ და „ევრონაცები“ ცუდები იყვნენ და დღეს კარგები გახდნენო, არამედ უშუალოდ იმათგან იყრის კენჭს, ვისთან „ბრძოლითაც“ სიმართლისთვის მებრძოლის იმიჯი შეიქმნა.

 

არაა კომედია?

 

თანაც სერიოზული გამომეტყველებით რომ დგანან, ვითომც აქ არაფერი.

 

ან ხალხი ჰგონიათ აზროვნებადაქვეითებული, ან კიდევ თვითონ ვერ ხვდებიან მდგომარეობის კომიკურობას. დარწმუნებული ვარ, რომ უსუფაშვილი, სხვებისგან განსხვავებით, ამას ხვდება.

 

ტყუილად ხომ არ არის ის ექსპერტთა ექსპერტის, ხუხაშვილის ფავორიტი, მაგრამ რა ჰქნას?

 

მშობლიურ ლიბერალურ წიაღს ვერ უღალატებს.

 

იქ უნდა იდგეს, სადაც „თავისუფლების ინსტიტუტია“.

 

არ არსებობენ ყოფილი სოროსელები, ყოფილი კაგებეშნიკებისა არ იყოს“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. უსუფაშვილი ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×