logo_geo
eng_logo
შვეიცარული კომპანია საქართველოში, 650 ჰექტარზე თხილის პლანტაციებს გააშენებს
- +

23 იანვარი. 2020. 21:50

 

 

შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომანია chamille bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციების პროექტს განახორციელებს. ამისთვის უკვე შერჩეული აქვთ 650 ჰექტარი მიწა ნაგოდეხში.

როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, დავოსში ვიზიტისას ის შეხვდა მსხვილ ბიზნესმენებს და იმედოვნებს, რომ  ყველა ამ  შემდგომი გაგრძელება და  კონკრეტული  შედეგები მოჰყვება.

 

გახარიას თქმით, ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ქვეყნის ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ.  

 

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში კონკრეტულად საუბარი შედგა იმ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოთი, ან რომელთა საქართველოში შემოსვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

 “შედგა შეხვედრა “კოკა-კოლას” ვიცე-პრეზიდენტთან, რომელმაც კონკრეტულ საინვესტიციო  გეგმებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ჩვენ სრული მხარდაჭერა აღვუთქვით ახალი პროექტების განხორციელებას, რადგან ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. ასევე შეხვედრა გვქონდა citi bank-ის წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც ვიმსჯელეთ საქართველოს ფინანსური სექტორის მდგრადობის და შემდგომი განვითარების შესახებ, იმ რეფორმებზე, რომლებსაც ვატარებთ ფინანსურ სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

პრემიერის თქმით, შეხვედრები გაიმართა ენერგეტიკის სექტორის მსხვილ კომპანიებთან.

 

განახლებადი ენერგია დღეს ტრენდული მიმართულებაა მსოფლიოში. ბევრი წინადადება გვაქვს საერთო პროექტების თვალსაზრისით. საქართველო ატარებს ენერგეტიკის სფეროში ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმას, რაც დიდ ინტერესს იწვევს კომპანიებში, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილებაც და ამავდროულად აქვთ სურვილი, ახალი პროექტები განახორციელონ საქართველოში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner