logo_geo
eng_logo
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს წინსვლამ
- +

6 დეკემბერი. 2016. 18:10



ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ მიულერმა განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში მეწარმეობის სულისკვეთება ძალიან მაღალია. მან ასევე დასძინა, რომ შთამბეჭდავია საქართველოს განვითარება.


„მქონდა შეხვედრები მთავრობის წევრებთან. ამ შეხვედრებზე მაცნობეს, რომ განათლება შედის მთავრობისა და, ზოგადად, ქვეყნის პრიორიტეტებში, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. ქართველები ძალიან ზრუნავენ თავიანთი შვილებზე და სწორედ მათია ქვეყნის მომავალი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ საქართველოში მაღალია მეწარმეობის სულისკვეთება. მე შევხვდი ახალგაზრდებს, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ დამწყებ ბიზნესებს. ასევე შევხვდი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის", - განაცხადა მიულერმა.


როგორც მიულერმა აღნიშნა, საქართველოს დიდი სამუშაო ელის წინ, მაგრამ იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხებს.

 

„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ. ჩემზე, როგორც ადამიანზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ ეწვია თქვენს ქვეყანას, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა წინსვლამ. მართალია, წინ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხებს და ამ გზაზე სვლას გააგრძელებს", - განაცხადა სირილ მიულერმა.


 

right_banner
არქივი
right_banner