logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ჩვენს საერთო მტერს დესტაბილიზაციისა და სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ
- +

20 ივნისი. 2019. 16:51

 

„საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რაც მოხდა, ამ ემოციურ ფონზე, ჩვენს საერთო მტერს დესტაბილიზაციისა და სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“,  - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს.

 

ბექა დავითულიანის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე აუცილებელია მკაცრი რეაგირება.

 

„ნამდვილად აღმაშფოთებელი და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება, რათა მსგავსი რამ აღარასდროს  განმეორდეს. სრულად ვიზიარებ საზოგადოების, თითოეული მოქალაქის აღშფოთებას,  თუმცა,  ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენს საერთო მტერს დესტაბილიზაციის და სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner