logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არც ერთ დემოკრატიას მსოფლიოში არ სურს, ნახოს, რომ მის პარლამენტს უტევენ
- +

10 სექტემბერი. 2019. 10:40

 

„არც ერთ დემოკრატიას მსოფლიოში არ სურს, ნახოს, რომ მის პარლამენტს უტევენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 2019 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „Now What?“ განაცხადა, რომელსაც 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი და 500-მდე სტუმარი ესწრება.

 

მან ისაუბრა 20 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულების შესახებ და აღნიშნა, რომ მათზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, თუმცა დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად არჩევნები და დემოკრატიული ინსტრუმენტები ერთადერთია.

 

„პირველადი ზრუნვის საგანი არის სათანადო ზრუნვა ამ ადამიანებზე და ეს რა თქმა უნდა, ის არის, რაზეც ძალიან შეწუხებულები ვართ. მაგრამ მეორე მხრივ, არც ერთ დემოკრატიას მსოფლიოში არ სურს, ნახოს, რომ მის პარლამენტს უტევენ. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ცვლილებები ამ ქვეყანაში შესაძლებელია მოხდეს არჩევნების, პოლიტიკური დებატებისა და დემოკრატიული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პოლიტიკური და კონსტიტუციური პასუხისმგებლობაა, რომ არანაირ სხვა გზას, ძალადობრივს არ შეუძლია ქვეყანაში მსგავსი ცვლილებების მიღწევა", - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

თალაკვაძემ ასევე უპასუხა კითხვას ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის შესახებ.

 

„მსგავსი ცვლილებები ხდება ყველა დემოკრატიაში, განსაკუთრებით საპარლამენტოში. ასე რომ გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, გაკეთდა პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად და ამ ქვეყნის კანონმდებლობასთან თანხვედრით პირველ რიგში. ამასთან, არის მიზანი, რომ ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ეფექტური გახდეს. ჩვენ გვსურს, ჩვენი დემოკრატია უფრო ძლიერი გავხადოთ, მოვახდინოთ საარჩევნო სისტემის რეფორმირება, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია. არც ერთ მთავრობას აქამდე არ მიუღია პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების გადაწყვეტილება", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner