logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ის, რაც კრამერმა და ბრაიზამ თბილისში იკადრეს, არაფერში არ ეტევა
- +

17 სექტემბერი. 2019. 17:11

 

„სამი წელიწადი დიპლომატიურ საქმიანობაში ვიყავი ჩართული. ის, რაც კრამერმა და ბრაიზამ თბილისში იკადრეს, ან რაც თქვეს, ან როგორც მოიქცნენ, არ ეტევა არაფერში“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

„როგორც ესენი არიან ჩარეცხილები პოლიტიკაში, ზუსტად ისეთივე ჩარეცხილები, ყოფილი ადმინისტრაციის რაღაცა  ექს-ოცდამეთექვსმეტე თანამშრომლები, რომლებიც დღეს პირდაპირ ღიად ადასტურებენ, რომ ისინი იყვნენ სატელიტები „ნაციონალური მოძრაობის“ და მე ამის ფაქტები ვიცი, ბრაიზასთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტები ვიცი, მისი ქორწილი სტამბოლში, ზენო ბარამთან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუწყო და ჩემს გარდა ყველა იქ იყო მთავრობის წევრი.

 

კრამერი დაჯდა „სირცხვილია“-ს მიკროფონთან,  სადაც პირდაპირ უკან წერია, რომ „მოშორდეს“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრზეა ლაპარაკი.

 

 ამათი დრო წავიდა, ისევე, როგორც ბრაიზასი“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner