logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სახელმწიფო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ თითოეული მოქალაქის პირად კეთილდღეობამდე მიდის
- +

20 სექტემბერი. 2019. 19:41

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლა წარმატებულად შეაფასა და კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა.

 

„ძალიან მაღალი შეფასება მინდა მივცე სახელმწიფო მინისტრის დღევანდელ გამოსვლას და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მინისტრის გამოსვლას უყურებენ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და თუ ეს ასეა, ნამდვილად მგონია, რომ დღევანდელი დღე არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და შერიგების პროცესში.

 

დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს და სახელმწიფოებრივ ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივები არის ზუსტად ის, რაც თითოეული მოქალაქის პირად კეთილდღეობამდე მიდის და მათ უკეთესობას უზრუნველყოფს. თუ ჩვენ თითოეულ ადამიანში არ დავამარცხეთ ოკუპაცია, ოკუპაციის მწვავე შედეგები, ჩვენ მას ქვეყანაში ვერ დავამარცხებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიურად შევაფასოთ ადამიანის უფლებების მხრივ ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა, რისთვისაც ბევრს მუშაობს როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და მისი აპარატი, ასევე თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორიც არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო და კომისარი, ეუთოს მიმართულება და ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიში, სადაც მუდმივად ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი, იმისთვის რომ ეს საკითხები მუდმივად იყოს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს არამედ საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უფლებრივი მდგომარეობა და ჩვენ ისევე ვართ ვალდებულნი თქვენს წინაშე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები შშმ ადამიანების მიმართ და ყველა ის სიკეთე რაც ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებობს, გეკუთვნით თითოეულ თქვენთაგან თანაბრად“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner