logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ეს არის ჩვენს მიერ დამკვიდრებული სტანდარტი, რომელიც აღარასდროს უნდა დაირღვეს
- +

22 ოქტომბერი. 2019. 16:33

 

„ალბათ ყველას გახსოვთ დრო, როდესაც არათუ გამოკითხვაზე დაბარებას, კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ თანამდებობის პირებს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვას.

 

„ვერ უბედავდნენ, პარლამენტში მობრძანდითო, ამის თქმას. ჩვენ დავამკვიდრეთ სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც თუ ეს საჭიროა გამოძიებისთვის, პასუხს არ გასცემს კითხვებს. როგორც ჩანს, ასე მოხდა გომელაურის, გოგაშვილის შემთხვევებში. იყო სხვა ფაქტებიც, როდესაც სხვა საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრი დაიკითხა. ეს არის ჩვენს მიერ დამკვიდრებული სტანდარტი, რომელიც აღარასდროს უნდა დაირღვეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner