logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები პარლამენტის პროკურატურად გადაქცევას გვთავაზობენ
- +

4 ნოემბერი. 2019. 12:59

 

„რა ახალი სახელიც უნდა დაირქვან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებებმა, ძველმა და ახლებმა, ვხედავთ, რომ ისინი  პარლამენტის პროკურატურად გადაქცევას გვთავაზობენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

 

კილაძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომ მეუფე იაკობის განცხადებებზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

 

სოფო კილაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებების ინტერესი არის, რომ საკუთარ პოლიტიკური მიზნებს მიაღწიონ.

 

„რა ახალი სახელიც უნდა დაირქვას „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებებმა, ძველმა და ახლებმა, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ფაქტობრივად გვთავაზობენ საქართველოს პარლამენტის გადაქცევას პროკურატურად. ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან. გასაგებია მათი ინტერესი, რომ ყველანაირად ცდილობენ, არიონ ამ ქვეყანში სიტუაცია, აღრიონ ერთმანეთში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები, გამოიყენონ ყველაფერი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ რეალურად პარლამენტს აქვს თავისი ფუნქცია და შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს აქვთ თავისი ფუნქცია. როდესაც ჩავთვალეთ მნიშვნელოვნად და აუცილებლად, მართლა კითხვის ნიშნები სადაც იყო, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ შევქმენით საგამოძიებო კომისია. ყველა კვირაში ახალ საგამოძიებო კომისიას ვერ შევქმნით, რასაც გვთავაზობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახალი განშტოებები, რადგან ეს არის ფაქტობრივად არასერიოზული“ ,- აღნიშნა სოფო კილაძემ.

 

ამასთან, სოფო კილაძის განმარტებით, პარლამენტი ყველა უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის.

 

„მაშინ პარლამენტის პარალიზება უნდა მოვახდინოთ და ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის პროკურატურა და ასრულებს პროკურატურის ფუნქციებს. აბსურდია, რასაც ისინი გვთავაზობენ“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

 

კითხვაზე, მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურამ მაინც უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, კილაძემ ასე უპასუხა: „ყველა აბსურდულ ბრალდებაზე რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, პროკურატურის პარალიზება მოხდება“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner