logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: საარჩევნო უბანთან რადიუსის დაცვის საკითხს პოლიტიკურმა სპექტრმა მხარი არ დაუჭირა
- +

30 ივლისი. 2020. 02:15

 

 

რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი გათვალისწინებულია იმ საარჩევნო რეფორმის პირობებში, რომლის ავტორიც „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეკომენდაციების ის მცირე ნაწილი არ იქნა მიღებული, რაზეც პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმება ვერ შედგა.

 

საუბარი იყო, მაგალითად საარჩევნო უბანთან გარკვეული რადიუსის დაცვაზე, რომ არ უნდა მისცემოდათ მხარდამჭერებს აღნიშნულ რადიუსში ყოფნის უფლება. ამ საკითხზე შეთანხმება შეუძლებელი აღმოჩნდა. ოპოზიციის მხრიდან ადგილი ექნებოდა აშკარა მცდელობას პროვოკაციების მოწყობისა, რაც საპატრულო ეკიპაჟის მიერ უნდა გაკონტროლებულიყო და ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ყველა უბანზე საპატრულო ეკიპაჟის ყოფნა. საარჩევნო უბანთან რადიუსის დაცვის საკითხი განიხილებოდა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფში და პოლიტიკურმა სპექტრმა მას მხარი არ დაუჭირა. ამის საპირწონედ, ჩვენმა პარტიამ და პირადად ირაკლი კობახიძემ შესთავაზა მხარეებს მემორანდუმისთვის მოეწერათ ხელი, რომ პარტიები აიღებდნენ პასუხისმგებლობას და თავის მომხრეებს არ მისცემდნენ აღნიშნულ რადიუსში ყოფნის უფლებას. ამ შეთავაზებაზე წინააღმდეგი წავიდა პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“, აქვე ჩანდა, რომ მათ ეს ყველაფერი სჭირდებოდა პროვოკაციებისთვისა და იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ ვერ „მართავს“ ხელისუფლება საარჩევნო პროცესს. წარმოგიდგენიათ რა ეფექტს გამოიწვევდა ყველა უბანზე საპატრულო პოლიციის გამოჩენა? სწორედ ეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, შექმნას ილუზია, რომ, თითქოს რაღაც სახის დარღვევებია არჩევნების დროს, რასაც რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner