logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
- +

7 დეკემბერი. 2017. 13:40



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2 მოსწავლის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია არ უხსენებია.


შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.


„მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, პარალელურად კი არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, რომ ამან გამოიწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულისწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ მინდა, რომ განმარტება გავაკეთო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, სადაც არ უნდა მოხდეს, მსგავსი შემთხვევა არის დიდი ტრაგედია და რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ასეთ ტრაგედიაზე, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner