logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ოპოზიციის ქმედებები ბოლო დღეების განმავლობაში იყო სრულიად უპასუხისმგებლო
- +

14 მარტი. 2018. 13:40



საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიცაა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები ამ ბოლო დღეების განმავლობაში იყო სრულიად უპასუხისმგებლო.


„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის, საერთო მიდგომა იყოს ცალსახა, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიცაა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა და ა.შ. მაგრამ დაველოდოთ, რა რესურსს გამოძებნის ოპოზიცია იმისთვის, რომ იყოს შესაბამისი იმ საჭიროებებთან, რომელიც დღეს უდგას ჩვენს ქვეყანას. უმრავლესობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპების შესაბამისად და რეზოლუციაც, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ნანახი, არის ძალიან პრინციპული, ძალიან კონკრეტული და მოიცავს ძალიან ბევრ ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით პოზიციის დასაფიქსირებლად, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული პარლამენტის და პოლიტიკური სპექტრის ხმის მისაწოდებლად", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner