logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი დიდი ხანია მიმდინარეობს
- +

14 მარტი. 2018. 14:04



საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი დიდი ხანია მიმდინარეობს. რაც შეეხება დე ფაქტო ხელისუფლებებს, ისინი წარმოდგენილნი არიან ჟენევის დისკუსიების ფორმატში, სამუშაო ჯგუფების დონეზე.


„აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. მიმდინარეობდა 90-იან წლებშიც, მიმდინარეობდა 2008 წლის შემდეგაც და მიმდინარეობს დღესაც. ჩვენი მიზანია, რომ ეს დიალოგი იყოს კიდევ უფრო აქტიური, კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის შერიგება; შედეგი არის საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება და იმ დიდი ტრავმების მოშუშება, რომელიც ჩვენ, საზოგადოებას გვაქვს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი 2008 წლის შემდეგ წარმოდგენილნი არიან ჟენევის ფორმატში. ჩვენი მიზანია, რომ მათ შორის პირდაპირი დიალოგით შევძლოთ ომით და საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანება და ახალი შესაძლებლობების გაჩენა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner