logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვის საკითხების პრიორიტეტულობა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა
- +

19 ივნისი. 2018. 20:35

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო განხილვებისას ვრცლად ისაუბრა  სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მნიშვნელოვან ასპექტებზე. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის საკითხების პრიორიტეტულობას და განაცხადა რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება  სწორედ მწვანე ეკონომიკის შექმნაა.

 

„გაერთიანებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების პირობებში, გარემოს დაცვის მიმართულება მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული. უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი განვითარების პირობებში ეკონომიკის განვითარება არის პერსპექტიული და ამავე დროს ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner