logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია
- +

12 ივლისი. 2018. 10:42

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„10 წელი გავიდა საქართველო-NATO-ს კომისიის პირველი შეხვედრის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა მზარდად მჭიდრო გახდა. NATO-ს ურთიერთობა საქართველოსთან უნიკალურია. საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ საქართველოს მადლობელი ვართ ავღანეთის მისიაში წვლილის შეტანისთვის და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის. საქართველო-NATO-ს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს რეფორმებს თავდაცვის სფეროში. ასევე მადლობას ვუხდით იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ეს სტრატეგიული რეგიონია, სადაც ჩვენს თანამშრომლობას ვზრდით. NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ასევე გილოცავთ, რომ NATO-ს მოთხოვნას ასრულებთ თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner