logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი მამუკა ბახტაძეს: მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება თქვენი და მეგობრული ქართველი ხალხის მიმართ...
- +

16 ივლისი. 2018. 23:35

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თანაგრძნობის წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ სომხეთის ხელისუფლების პრესსამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.

 

„დიდი მწუხარებით შევიტყვე ტყიბულში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი. ამ რთულ მომენტში მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა თქვენი და მეგობრული ქართველი ხალხის მიმართ. თანადგომას ვუცხადებ დაღუპულების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის წერილში.

 

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას დღეს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner