logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
- +

17 ივლისი. 2018. 21:16

 

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით 18-20 ივლისს ბრიუსელს ეწვევა.

 

მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში 18 ივლისს,  ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უმასპინძლებს. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის და დონალდ ტუსკის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.

 

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან  დიდიე რეინდერსთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ევროპული  და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან.

 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფებიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner