logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, რუსეთის მიდგომა არ იცვლება
- +

21 ივლისი. 2018. 16:58

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

 

„სამწუხაროდ, რუსეთის მიდგომა არ იცვლება.

 

ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, თუმცა რუსეთი ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას არ უპირისპირებს თავის პრაგმატულ პოლიტიკას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ვხედავდით ჩვენ წინა წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner