logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რამდენიმე სერიოზული კანდიდატი განიხილება...
- +

21 ივლისი. 2018. 17:11

 

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რამდენიმე სერიოზულ კანდიდატს განიხილავს.

 

კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს.

 

„რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩვენი მხრიდან გაჟღერდება გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი მიიღებს. მსჯელობა მიმდინარეობს, განიხილება რამდენიმე სერიოზული კანდიდატი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner