logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: ირანის ხელმძღვანელობა უფრო მაფიას გვაგონებს, ვიდრე მთავრობას
- +

23 ივლისი. 2018. 12:25

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეო ირანის ხელმძღვანელობა მაფიოზურ სტრუქტურას შეადარა, ხოლო ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი კორუფციაში დაადანაშაულა.

 

„ირანის ხელმძღვანელობის რიგებში კორუფცია ცხადყოფს, რომ ირანის ხელმძღვანელობა უფრო მაფიას გვაგონებს, ვიდრე მთავრობას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

მისი თქმით, „აშშ-ს არ ეშინია ირანის რეჟიმს ყველაზე მაღალ დონეზე დაუპირისპირდეს“.

 

„ბევრმა არ იცის, რომ აიათოლა ხამენეის თავისი ფონდი აქვს, სადღაც 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ეს ფონდი თითქოს ზეციდან გამოგზავნილია, არ იბეგრება და „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დასაფინანსებლად გამოიყენება“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ. 

 

მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ირანის რეჟიმის საქმიანობამ ის გამოიწვია, რომ უბრალო ირანელები სამსახურის პოვნას ვერ ახერხებენ“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner