top_leaderboard
left_sabechdi

კახა კალაძე: საქართველოში არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროინდელი მთავრობაა, რომ ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა

„საქართველოში ვერ მოხდება, რომ ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. გავიმეორებ, დღეს საქართველოში არ არის შევარდნაძის დროინდელი მთავრობა და არც სააკაშვილის დროინდელი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად. უპასუხოდ რჩება ეს ყველაფერი. არადა პასუხი ძალიან მარტივია – არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ვერ და არ მოხდეს ეს ჩვენს ქვეყანაში. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს საქართველოში არ არის შევარდნაძის დროინდელი მთავრობა და არც სააკაშვილის დროინდელი. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ, უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ ეს კითხვები. ფერადი რევოლუციების ავტორებს სამზადისი დღეს ან გუშინ არ დაუწყიათ. უკრაინის მოვლენების ფონზე გვახსოვს, განუბაჟებელ ტვირთად საქართველოში შემოგორებულ სააკაშვილს ფეხდაფეხ შემოჰყვნენ რევოლუციის იდეოლოგები და დაიწყეს სხვადასხვა სახელწოდებით შეფუთული ე.წ. ტრენინგები, რომელთა მიზანი, რევოლუციის მოწყობის ორგანიზება გახდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ