top_leaderboard
left_sabechdi

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დადებითად გადახედოს პალესტინის გაეროში წევრობის საკითხს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაგმო გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დადებითად გადახედოს პალესტინის გაეროში წევრობის საკითხს.

„დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული აბსურდული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს გაეროს სტრუქტურულ მიკერძოებას და მიზეზებს, თუ რატომ გადაიქცა იგი გენერალური მდივნის, გუტერეშის ხელმძღვანელობის პირობებში არარელევანტურ ინსტიტუტად. მესიჯი, რომელსაც გაერო უგზავნის ჩვენს ტანჯულ რეგიონს: ძალადობა ანაზღაურდება“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე იხილეთ