logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პროვოკაციის მოწყობა სცადეს
- +

22 სექტემბერი. 2018. 15:32

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდში პროვოკაციის მოწყობა სცადეს, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

 

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარე შეხვედრაზე პროვოკაციის მოწყობა სცადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

 

მერაბ ქვარაიას განცხადებით, პროვოკაციის მოწყობის ამსახველ მასალას გადაუგზავნიან ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციას და კიდევ ერთხელ აჩვენებენ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ ხერხს არ ივიწყებს.

 

დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მაია კალანდიას შეხვედრაზე დასწრების დაკითხვების დასმის საშუალება მიეცა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner